ვუძღვნი დღნორისელ მოსწავლეებს
კიდევ ერთი დილა გათენდა
დღნორისაში.
ვინც
არ
იცის
დღნორისა,
სოფელია
ქუთაისიდან
ლეჩხუმისკენ
რომ
მიდიხარ,
45 კილომეტრში, რაჭის
ქედის
სამხრეთ–დასავლეთ
კალთაზე,ზღვის დონიდან
დაახლოებით
850 მეტრზე. აქ განსაკუთრებულად
საინტერესო
და
ღირსშესანიშნავი
ადგილი
ხვამლის
მთაა.
მოსახლეობა
დაახლოებით
120 კომლია.
ძირითადად
ასათიანები,
ახვლედიანები,
ლომთაძეები
და
მიქაუტაძეები
სახლობენ.
ახლა
კი
სკოლაში
გადავინაცვლოთ.
ცოტა
ხანში
ბავშვების
ხმაური
შეცვლის
ღამეში
გამეფებულ
მდუმარებას.
პირველად
მე–7
კლასელი
ბექა
დაარღვევს
ხოლმე
სიჩუმეს;
ყველაზე
ადრე
მოდის
სიმღერ–სიმღერით, ერთი და იგივე სიმღერა
აქვს
ამოჩემებული:
"კარგი
იყო
არ
გამეცან
თავიდან..."
ყოველთვის
ვიგებ
მის
მოსვლას,
რადგან
ჩემი
საცხოვრებელი
ოთახი
მისი
საკლასო
ოთახის
გვერდითაა.
მერე
აუცილებლად
კარზე
მომიკაკუნებს
და
მკითხავს,
ნაჯახი
თქვენთან
ხომ
არ
არისო? ასეთია
ჩემი
ყოველი
გათენება.
ბავშვები? - ისინი ხომ ყოველთვის ყველგან ერთნაირები არიან სოფლად: ბავშვურები, ხალასები, თავისებური იუმორით... მათგან იმდენი სითბო და სიყვარული მოდის და თუ შენგანაც იგრძნეს სითბო, ერთგულება, თავდადება, მათი იუმორნარევი ფრაზებიც არ დააყოვნებს. ასე მაგალითად: "ზუსტად თქვენზეა მასწავლებელო ნათქვამი: მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ჩვენნაირი მათხოვარი ბოვშების მშობელიო". დიახ, თვითკრიტიკულებიც არიან და ისიც იციან, თუ როგორ განვიცდი, როცა რომელიმე მათგანი ზარმაცობს და თანაც ეს ზარმაცი "იხტიბარს არ იტეხს". "ხომ მეკუთვნის დღეს მასწავლებელო "ქორივით" ორიანიო? – ღიმილით მეუბნება. იციან, ორიანების წერა რომ არ მიყვარს. მისალოცი ბარათების მიწერაც მოზღვავებული გრძნობით იციან, აი ასე მაგალითად:

"ინგლისურის მასწავლებელო,ძალიან გილოცავთ
დაბადების
დღეს";
"ღმერთმა
1000 წელი გაცოცხლოთ";
"ყვავილები
მინდოდა
დამეკრიფა
და
არ
არის, მოგილოცავთ დაბადების დღეს".
ახლა
კი
მითხარი, მკითხველო,
მოგანიჭებს
კი
სხვა
საქმე
ამოდენა
ბედნიერებასა და სიხარულს?
არის
კი
იმაზე
დიდი
მოვალეობა, რასაც ჩვენი ქვეყნის
ნათელი
მომავლის
განათლება ჰქვია?!
პროგრამა
„ასწავლე საქართველოსთვის“
ხულოს
მუნიციპალიტეტის სოფ.მთისუბნის
საჯარო სკოლის ინგლისური
ენის
კონსულტანტ-მასწავლებელი
ნინო
მამადაშვილი